სირიაში, თურქეთის საზღვართან მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.
თელ-აბიადში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. თურქეთში ვარაუდობენ, რომ თავდასხმა სირიელი ქურთების ეროვნული თავდაცვის ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული.
პარალელურად, საგანგებო განცხადება გააკეთა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. ის რამდენიმე ევროპული ქვეყნის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებიც თურქეთის მიერ დაკავებული ISIS-ის წევრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებენ. მინისტრის თქმით, ყველა ევროპულ ქვეყანას დაუბრუნებენ იმ მოქალაქეებს, რომლების ჩრდილოეთ სირიაში ჩატარებული ოპერაციისას აიყვანეს.