logo
ENG



თურქეთი ევროპის ქვეყნებს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს დაუბრუნებს

09 ნოე 201911:14
3 წუთის საკითხავი
 
sxxmjfivsxuald9.png

თურქეთი ევროპის ქვეყნებში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების დაბრუნებას აპირებს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, თურქეთი არ არის ევროპული სახელმწიფოების სასტუმრო, რომ ტერორისტები შეინახოს. მებრძოლების ექსტრადირების პროცესი 11 ნოემბრიდან დაიწყება. მინისტრმა გააკრიტიკა ბელგიის ხელისუფლების ინიციატივაც, რომ დაკავებულები იქ გასამართლდნენ, სადაც მათ დანაშაული ჩაიდინეს. თურქეთის ციხეებში ამ დროისთვის „ისლამური სახელმწიფოს"1,200-მდე წევრი იხდის სასჯელს.


close დახურვა