თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 57 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს სტამბოლში მიმავალი 7 ავტომობილი - 3 ავტობუსი და 4 სატვირთო, შეეჯახა.
ამ დროისთვის ავარიის მიზეზი უცნობია. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს - მათი მდგომარეობა სტაბილურია.