logo
ENG



თუ ხელისუფლებას არ უნდა, დეპუტატები კანონპროექტს ვერ ჩააგდებენ - ნინო ბურჯანაძე

13 ნოე 201912:36
3 წუთის საკითხავი
 
xb7wmhu8g4l9uw6.png

 

„ხელისუფლება ვერ აიცილებს თავიდან პასუხისმგებლობას“ - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პროპორციული საარჩევნო სისტემის ირგვლივ განვითარებულ ხმაურიან მოვლენებს.

„არავინ არ დაიჯერებს იმას, რომ ცალკეული დეპუტატები ამას დამოუკიდებლად აკეთებენ. ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი, რომ თუ მას პირადად არ უნდა ამ კანონის ჩაგდება, ამ დეპუტატებმა ეს ვერ მოახერხონ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

იგივე აზრს იზიარებს „ახალი საქართველოს ლიდერი“ გიორგი ვაშაძეც და აღნიშნავს, რომ ეს თამაში დროულად უნდა დასრულდეს.

„ეს არის ხელოვნური პროცესი. შეიძლება რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა განცხადება, მაგრამ გვახსოვს, რომ როცა "ქართული ოცნება" დავალებას იძლევა, ყველა დეპუტატი უნდა თუ არ უნდა ერთსულოვნად იღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ ვფიქრობ, ეს არიას თამაში და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ამიტომ ეს თამაში რაც შეილება მალე უნდა დამთავრდეს“, - აცხადებს ვაშაძე.

 


close დახურვა