logo
ENG



ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და არ დაუდასტურდა

10 იან 202112:49
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პატრიარქს სიმპტომები არ ჰქონია, თუმცა პრევენციის მიზნით, ტესტი გუშინ ჩაუტარდა.

საპატრიარქოში ტესტირება მას შემდეგ დაიწყო რაც ვირუსი პატრიარქის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა. საპატრიარქოს ცნობით, გუშინ ჩატარებული ტესტებიდან ყველა პასუხი უარყოფითი იყო.


close დახურვა