logo
ENG



იმნაძე: რუსთავის შემთხვევის წყარო დადეგნილია, ეს ბანკის საცავის თანამშრომლებს უკავშირდება

02 აპრ 202013:55
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექოტრის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ რუსთვში დაფიქსირებული კორონავირუსის გამო, ქალაქის ჩაკეტვა არ მოხდება.

იმნაძის თქმით, რუსთავში ინფიცირებულის წყარო დადგენილია.

„რუსთავის წყარო დადგენილია. ეს უკავშირდება ბანკის საცავის თანამშრომლებს. ოღონდ ეს საცავის თანამშრომლები ყველანი იმყოფებოდნენ ფაქტობრივად, ყაზარმულ რეჟიმში და მორიგეობით ასრულებდნენ სამუშაოებს. ეს არის ერთი კლასტერი. ამ კლასტერთანაა დაკავშირებული ის ადამიანი რუსთავში, რომელიც არ იყო ყაზარმულზე, მარამ იყო ამათთან კონტაქტში.

"აქედან გამომდინარე, იქ ყველაფერი ცნობილია და ყველა კონტაქტი დადგენილია. ყველა ღონისძიება ტარდება. ქვეყანაში საკარანტინო მდგომარეობაა, თითო შემთხვევის გამო, თითო ქალაქის... საკარანტინო მდგომარეობა იმიტომაა, რომ ცალკ-ცალკე არ დაგვჭირდეს ალაგ-ალაგ ამ ღნისძიების გატარება“, - განაცხადა იმნაძემ. 


close დახურვა