![2023/06/03/qbsg1h0en5hc4rb.jpg](/uploads_script3/articles/2023/06/03/qbsg1h0en5hc4rb.jpg)
ინდოეთში ორი სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. დაღუპულია სულ მცირე 50 ადამიანი, 500-ზე მეტი კი დაშავდა.
პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის განცხადებით, მომხდარით დამწუხრებულია და მისი ფიქრები დაღუპულების ოჯახებთანაა.
"ავარიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, დაშავებულებს ყველა საჭირო დახმარებას უწევენ", - დაწერა მან ტვიტერზე.
გავრცელებული ინფორმაციით, Shalimar-Chennai Coromandel Express-ის მატარებლის რამდენიმე ვაგონი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ლიანდაგებიდან გადავიდა, სხვა - Howrah Superfast Express-ის მატარებელი კი გადაბრუნებულ ვაგონებს შეეჯახა.