logo
ENG



ირანელი მომღერალი მეჰდი რაჯაბიანი ქალთან კოლაბორაციის გამო გასამართლდება

04 სექ 202011:31
3 წუთის საკითხავი
clock 915
4sqr7yjet4zlrtv.jpg

ირანელ კომპოზიტორსა და მუსიკოსს მეჰდი რაჯაბიანს გასულ თვეში შიდა უსაფრთხოების სააგენტოდან მოთხოვდა მიუვიდა: "რაც შეიძლება მალე ჩაბარდი". 

ძალიან მალე ის უკვე დააპატიმრეს. 

5 სექტემბერს რაჯაბიანის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. მის საქმეზე მომუშავე აქტივისტების ცნობით, მან სასამართლოს პასუხები ქალთან მუსიკალური კოლაბორაციის გამო უნდა გასცეს. ერთ-ერთი მუსიკოსი, რომლის გამოც რაჯაბიანს პატიმრობა ემუქრება, მოცეკვავე ჰელია ბანდეა, რომელმაც რაჯაბიანის მუსიკალურ კლიპში მიიღო მონაწილეობა. ბანდეა, საბედნიეროდ, ნიდერლანდებში მოღვაწეობს, ირანული მართლმსაჯულების საზღვრებიდან ძალიან შორს. 

მიუხედავად იმისა, რომ რაჯაბიანი საკუთარი ნამუშევრების გამო ციხეში რამდენჯერმე მჯდარა, იგი მოსალოდნელ სასამართლო პროცესს მხნედ დაუხვდა. 

"მუსიკის ფილოსოფიის მტკიცედ მწამს, ისევე როგორც ხელოვანის დამოუკიდებლობისა და ცენზურისგან თავისუფალი სამყაროსი", - წერდა რაჯაბიანი სოციალურ ქსელში საპროცესო სხდომის დასრულების შემდეგ. 

ირანის ბუნდოვანი და ფართოდ ინტერპრეტირებადი კანონმდებლობის მიხედვით, სიმღერა და ცეკვა, განსაკუთრებით ქალების მიერ, დასჯადი შეიძლება იყოს. 

რაჯაბიანმა საკუთარი ნამუშევრების გამო ციხე უკვე ორჯერ, 2013 და 2016 წლებში მოიხადა. 

 


close დახურვა