logo
ENG



ისრაელის თავდაცვა: განადგურებულია ჰამასის იარაღის საწყობები და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა

24 დეკ 202321:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/24/bulbahoc3o6l77k.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია ჰამასის იარაღის საწყობები და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა.

თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას აფართოებს. ბრძოლა სექტორის სამხრეთით და ჩრდილოეთით მიმდინარეობს.

ამასთან, მძიმე რჩება ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა