logo
ENG



ისრაელის თავდაცვა: გუშინ ღამით ღაზაში 400 სამხედრო ობიექტი გავანადგურეთ

24 ოქტ 202312:17
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინ ღამით ღაზაში 400 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია რამდენიმე საველე მეთაური, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის მეთაურის მოადგილეები.

"ბოლო დარტყმები ფოკუსირებული იყო ჰამასის მოედნებზე ღაზის სექტორში, მათ შორის რამდენიმე მეჩეთში და ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელზე სარაკეტო იერიშს ამზადებდნენ. ღამით ასევე დავარტყით ჰამასის გვირაბის შესასვლელს ღაზის სანაპიროზე და სამეთაურო ცენტრებს", - ნათქვამია განცხადებაში.  

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა