logo
ENG



ისრაელის ძალები: ჰამასის ტერორისტულ ობიექტებზე ფართომასშტაბიან შეტევას ვახორციელებთ

10 ოქტ 202314:24
3 წუთის საკითხავი
 
Mohammed Salem/Reuters

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ჰამასის ტერორისტულ ობიექტებზე ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებენ.

მათი ცნობით, საჰაერო ძალების გამანადგურებლები ინტენსიურად ესხმიან თავს სამიზნეებს, მათ შორის ღაზის სექტორში განთავსებულ სამხედრო კომპლექსებსა და იარაღის საწყობებს.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა