logo
ENG



ისრაელი თავის მოქალაქეებს თურქეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

18 ოქტ 202300:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/18/0epwmzv4ixbwupe.jpg

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭო მოსახლეობას თურქეთსა და მაროკოში მოგზაურობის შესახებ აფრთხილებს. ამასთან, ისრაელი თავის მოქალაქეებს თურქეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.ინფორმაციას ადგილობრივი მედია უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ ისრაელელი მოგზაურები, შესაძლოა, "ისრაელ-ღაზის ომის დროს გაბრაზებული ადამიანების სამიზნე გახდნენ".

ისრაელის უშიშროების საბჭომ თურქეთში საფრთხის დონე 4-მდე გაზარდა და მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. რაც შეეხება მაროკოს, იქ საფრთხის დონე 2-მდე გაიზარდა და ისრაელელ ტურისტებს "განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ" მოუწოდეს.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა