იტალიის მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა დადგენილება, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გახანგრძლივების შესახებ. ამ დადგენილებით იტალია უკრაინას იარაღს 2023 წლის 31 დეკემბრამდე მიაწვდის.
რეზოლუციის თანახმად, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად მინიმუმ 2023 წლამდე გაგრძელდება.
გამოცემა Corriere della Sera წერს, რომ უახლოეს კვირებში იტალიის მთავრობამ უკრაინის დახმარების შესახებ მეექვსე განკარგულება უნდა გამოსცეს. მასში გათვალისწინებული იქნება უკრაინის მიერ დასახელებული საჭიროებები, მათ შორის ზამთრის პერიოდში და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების გააქტიურების ფაქტორებიც. კერძოდ, განიხილება საზენიტო-სარაკეტო სისტემების გადაცემა, ინფრასტრუქტურული ობიექტების რუსული საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად.