logo
ENG



იტალიიდან ჩამოსულ 7 მგზავრს ტემპერატურა აღენიშნება - თამარ გაბუნია

10 მარ 202023:17
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იტალიიდან დღეს ჩამოსულ შვიდ მოქალაქეს აღენიშნებათ ტემპერატურის მატება და გადაყვანილნი არიან ინფექციური პროფილის კლინიკებში. მისივე განცხადებით, სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს.

„ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. შვიდ შემთხვევაში გამოვლენილია ტემპერატურა და ისინი გადაიყვანეს ინფექციური პროფილის კლინიკაში, მათ ჩაუტარდებათ გამოკვლევები. გადანაწილდნენ საკარანტინო სივრცეებში. გამოხატული სიმპტომები არცერთს არ ჰქონდა - გამოვლინდა ტემპერატურა და ამიტომ ჩაითვალა საჭიროდ, რადგან იყვნენ რისკის ზონაში, მოხდება მათი გამოკვლევა. იტალიიდან გამოფრენისას ჩაუტარდათ შემოწმება, აქ ჩამოსვლისასაც ჩაუტარდათ. როცა მოხდა ბორტზე მათი განთავსება, ეს მოხდა დაცილებით და ავტობუსებშიც, რომლითაც გადაადგილდებიან - ფრენისას გადაცემის შანსი იყო პრაქტიკულად ნული. გვმართებს დიდი სიფრთხილე - მობილიზებულია ყველა სამსახური, რომ გამოვლინდეს ქვეყანაში შემოსვლისთანავე. ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ვინც მოგზაურობდა რისკის ქვეყნებში - თუ აღენიშნებათ ტემპერატურის მომატება, დაუკავშირდნენ ექიმს. შეიძლება აღინიშნოს გარკვეული მატებაც, მაგრამ ეს არაა საგანგაშო - სიტუაცია ექვემდებარება მართვას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქე სპეციალური რეისით დღეს ჩამოფრინდა.


close დახურვა