logo
ENG



კალაძე: დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ საკითხში ვენდობოდი

01 ივნ 202215:43
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერმა კახა კალაძემ მისი მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ოჯახს მიუსამძიმრა.

ამის შესახებ კალაძემ Facebook-ზე დაწერა.

„ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა... შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო... დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“ - წერს კალაძე.

თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი დღეს გარდაცვლილი იპოვეს.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამომძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

47 წლის ილია ელოშვილი 2017 წლიდან თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 2012-2016 წლებში კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.


close დახურვა