logo
ENG



კალაძე: პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება სააკაშვილს, შიმშილობა არავის დაუძალებია

26 ოქტ 202117:14
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისივე პასუხისმგებლობაა, რადგან "შიმშილობა არავის დაუძალებია".

"პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება სააკაშვილს, რადგან მისთვის არავის დაუძალებია შიმშილობა. საკვებიც არის, პროდუქტებიც არის, შეუძლია, მიიღოს. თუ რამე საჭიროება იქნება, აუცილებლობა იქნება, რომ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიდგმება და მიეხედება ისე, როგორც სხვა დანარჩენ პატიმრებს", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

სააკაშვილი 26-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული.

მიხეილ სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია ექიმების კონსილიუმმაც გასცაკონსილიუმში ამბობენ, შიმშილობა განსაკუთრებული მდგომარეობაა და თავის დაზღვევა საჭიროა. 

ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. გარდა ამისა, ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება არც რეკომენდაციებს და არის უსაფრთხოების რისკებიც.

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია


close დახურვა