logo
ENG



კალაძე სახალხო დამცველის განცხადებაზე: ესაა დიდი ტყუილი და სიცრუე

13 დეკ 201917:35
3 წუთის საკითხავი
 
80foiqsofr8gzhx.jpg

მმართველი გუნდი უარყოფს სახალხო დამცველისა და მესამე სექტორის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ 14 დეკემბერს დაანონსებულ აქციაზე მისასვლელად ცალკეულ პირებზე ზეწოლა ხორციელდება. როგორც "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ მსგავსი ბრალდება უსაფუძვლოა და აღნიშნულ ღონისძიებაზე მოვა ნებისმიერი, ვისაც ამის სურვილი ექნება. 

"მიზანმიმართული სიცრუე იმასთან დაკავშირებით, თითქოს 14 დეკემბერს ძალდატანებით მოგვყავს ხალხი. ესაა დიდი ტყუილი და სიცრუე. ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს. ესაა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც აკეთებს ახალგაზრდული მოძრობა და ჩვენც ვუერთდებით. ვიწვევთ ყველას",-აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ არის ღონისძიებაზე მოწვეული დიპლომატიური კორპუსი, როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, ამ შემთხვევაში ამგვარი პრაქტიკა არ არსებობს, რადგან ღონისძიებას ახალგაზრდული მოძრაობა ატარებს. 

"დიპლომატიური კორპუსი ვერ იქნება ამ ღონისძიებაზე მოწვეული, რადგან ესაა ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებული. შესაბამისად არ არის პრაქტიკა ამგვარ ღონისძიებებზე დიპლომატების მოწვევის. რაც შეეხება თავად ღონისძიებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავმჯდომარის სტატუსი მინიჭება საქართველოსთვის. ჩვენ მოწვეული გვყავს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და დარწმუნებულები ვართ ძალიან მასშტაბური აქცია გამოვა",-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება იმაზე, რომ 14 დეკემებრს აქციაზე მივიდნენ.  


close დახურვა