logo
ENG



კარდინი: ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, ველით რეფორმებს

16 დეკ 202310:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/16/umm64xz0r9ded0d.png

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ულოცავს. 

"ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რასაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, რა იქნება მომავალში, როცა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენს კანონიერ ადგილს დაიკავებთ", - წერს ის სოციალურ ქსელში.

14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.


close დახურვა