logo
ENG



კახაძე გამოდის ინიციატივით, ინვესტორმა პროექტის პარალელურად რაიონში საბავშვო ბაღი ააშენოს

30 დეკ 202014:05
3 წუთის საკითხავი
 
კახაძე გამოდის ინიციატივით, ინვესტორმა პროექტის პარალელურად რაიონში საბავშვო ბაღი ააშენოს

ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე გამოდის ინიციატივით, ინვესტორმა, საკუთარი პროექტის განხორციელების პარალელურად, თითო რაიონში საბავშვო ბაღი ააშენოს. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა.

მისი თქმით, ეს იქნება საერთო ინტერესი, რითაც ყველა ისარგებლებს.

"მე მექნება ასეთი წინადადება - იქნებ, სამინისტროში შეიქმნას ჯგუფი და მოვახერხოთ ასეთი რამ, რომ ინვესტორებისთვის შევქმნათ ხელსაყრელი პირობები, გაუმჯობესებული ვარიანტი და შეთავაზება: ნებისმიერი პროექტის განხორციელების პარალელურად, ერთი კეთილშობილური ზრახვა - თითო რაიონში გააკეთოს ახალი საბავშვო ბაღები", - თქვა კახაძემ.


close დახურვა