ეკონომისტებმა ირაკლი ყიფიანმა და დურუ მახარაძემ კორონავურსთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს. აღნიშნული ამერიკის ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს (NBER) კვლევაზეა დაფუძნებული და ითვლის, რამდენ ადამიანს შეუძლია სახლიდან მუშაობა.
უფრო ზუსტად, კვლევის შედეგების მიხედვით, 1.2-1.3 მილიონი დასაქმებული ადამიანი, კრიზისის პერიოდში, ვერ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას დისტანციური რეჟიმით, რაც პირდაპირ აისახება მათ შემოსავალზე (გათვალისწინებულია თვითდასაქმებულიც წილი ეკონომიკაში).
"სექტორების მიხედვით კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა მხოლოდ 24%-28%-ს შეუძლია
დისტანციურად მუშაობა",-აღნიშნულია დოკუმენტში.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის 48%-ს არ აქვს სახლში ინტერნეტი
"სოფლად მცხოვრები მოსახლეობის - 74%-ს, ხოლო ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის - 24%-ს არ აქვს სახლში ინტერნეტი",-აღნიშნულია კვლევაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა 52% მუშაობს ისეთ სექტორებში, სადაც მხოლოდ 20%-ზე ნაკლებს შეუძლია დისტანცირებული მუშაობა. ყველაზე მეტად ზარალდება შემდეგი სექტორები:
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 5%
- სასტუმროები და რესტორნები - 3%
- მშენებლობა - 14%
- ტრანსპორტირება და დასაწყობება - 14%.