კიევში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშის დროს ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.
ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. აფეთქება დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ისმოდა.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ აფეთქება დედაქალაქში დნეპრის რეგიონში მოხდა.
"ყველა სამსახური გზაშია. დეტალები მოგვიანებით." - განაცხადა კიევის მერმა.
მერმა მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
კლიჩკოს ინფორმაციით კიევის გოლოსეევსკის რაიონში არასაცხოვრებელ კორპუსზე რაკეტის დაცემის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა ორი ადამიანი.
ვარაუდები, რომ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
უკრაინაში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში დღეს დილით გამოცხადდა.
სარაკეტო საფრთხის გამო ზოგ რაიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.