logo
ENG



კირბი: ჰამასის ქმედებები ისრაელის წინააღმდეგ გენოციდს წარმოადგენს

21 ნოე 202311:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/21/9cnukyw8n90snay.jpg

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ჰამასის ქმედებები ისრაელის წინააღმდეგ გენოციდს წარმოადგენს.

"რისკენაც ჰამასი ისწრაფვის, ეჭვგარეშეა, გენოციდია. მათ სურთ ისრაელის წაშლა მსოფლიო რუკიდან. ამაზე არაერთხელ ისაუბრეს საჯაროდ. მათ თქვეს, რომ არ გაჩერდებიან. ასე რომ, რაც მოხდა 7 ოქტომბერს, ისევ და ისევ განმეორდება.

ისრაელი ცდილობს, თავი დაიცვას გენოციდის ტერორისტული საფრთხისგან", - ამბობს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა