პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების ახალ მინისტრად ალექსანდრე წულაძე დანიშნა. ეს პოსტი გიორგი ამილახვარმა 28 სექტემბერს დატოვა.
წულაძე 2024 წლის 31 ივლისამდე განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, შემდეგ კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი. ის 2019- 2023 წლებში იკავებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას.