logo
ENG



კობახიძე: ოცნებისა და ენმ-ს დაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა "კავკასიურის ცარცის წრე"

14 მარ 202311:50
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: ოცნებისა და ენმ-ს დაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა "კავკასიურის ცარცის წრე"

ხელისუფლებისა და ნაცმოძრაობის ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ნაცმოძრაობა „ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერცერთი ადამიანის, ვერცერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და მით უმეტეს, სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი.

 


close დახურვა