logo
ENG



კობახიძე: როგორი სისტემაც არ უნდა მოიგონონ ოცნება მაინც გაიმარჯვებს

15 ნოე 201908:25
3 წუთის საკითხავი
 
4q30lq40mxbjgq4.png

"როგორი სისტემაც არ უნდა მოიგონონ "ქართული ოცნება" მაინც გაიმარჯვებს", - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე თვლის, რომ „ქართული ოცნება" არჩევნებში ხმების 60 პროცენტზე მეტს აიღებს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი უმრავლესობის შენარჩუნების პრობლემას ვერ ხედავს. 

"რეალურად ორი ძალა დგას ჩვენს წინააღმდეგ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, და პრორუსული ძალები. რაც შეეხება, მათ ერთიანობას, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს საარჩევნო წარმატებას. აქამდე თუ ვსაუბრობდით 60%-ზე და იმაზე, რომ გვინდა ავცდეთ 50%-ს, ასე თუ გააგრძელა ოპოზიციამ, შეიძლება ბევრად ავცდეთ 60%-საც კი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 


close დახურვა