logo
ENG



კობახიძე: სააკაშვილმა ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა

02 ოქტ 202109:27
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: სააკაშვილმა ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა "ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა".

"როცა ადამიანი ხვდება ციხეში, ეს, თავისთავად, არის მძიმე მოვლენა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა იყო ხელისუფლებაში და თქვენ გახსოვთ მის მიერ, მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში მან ქვეყანა არ დაასვენა და ახლაც იმავეთი იმუქრებოდა. ის ჩამოვიდა იმისთვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასთან და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედებები აღეკვეთათ". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე "არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდის გაიგო მმართველმა გუნდმა ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის შესახებ. კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ "სპეცოპერაციას თავისი წესები აქვს და კონფიდენციალობის დაცვა აუცილებელია". მისი თქმით, სწორედ ეს გახდა სააკაშვილის დაკავების "ოპერაციის წარმატების საფუძველი". 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რისი ამსახველი ვიდეო მასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს

თავად საკააშვილმა 1-ლი ოქტომბრის დილით გაავრცელა ვიდეო მიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება


close დახურვა