logo
ENG



კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრს კვირის ბოლომდე დაასახელებს

05 მარ 202411:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/05/bri2b04sec7ixyh.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრს კვირის ბოლომდე დაასახელებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რამდენიმე საკადრო ცვლილებაა მისაღები, მათ შორის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით.

"ყველა ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე... ჯერჯერობით არც მე პირადადა, არც ირიბად, არც ერი ადამიანისთვის მინისტრობა არ შემითავაზებია. ჯერჯერობით გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს", - აღნიშნა კობახიძემ.

1-ელ მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის მინისტრს ესაუბრა, რის შემდეგაც აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. კობახიძის თქმით, კომუნიკაციის კუთხით პრობლემები არსებობდა. 


close დახურვა