logo
ENG



კობახიძე სავიზო რეჟიმზე: ქსენოფობიური, სამარცხვინო კამპანიაა - მკაცრი პასუხი გვექნება

04 აგვ 202215:58
3 წუთის საკითხავი
clock 1391

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას "ქსენოფობიად" მიიჩნევს და ოპოზიციის ამ მოთხოვნას "სამარცხვინო" კამპანიას უწოდებს.

"ეს არის მიზანმიმართული ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. არავითარ ნორმებში და სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ უნდა ევროპელობა, ქსენოფობიით ამას ვერ დაამტკიცებენ. შესაბამისად, საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის"- თქვა კობახიძემ და დაამატა, რომ მმართველ გუნდს " ქსენოფობიაზე მკაცრი პასუხი" ექნება.

"შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ შეზღუდვები დავაწესოთ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი"- ამბობს კობახიძე.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების იდეა თავდაპირველად პარტია ლელომ დააყენა. ამ მოთხოვნით გუშინ პეტიციაც გავრცელდა. 

პეტიციას რამდენიმე საათში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.


close დახურვა