logo
ENG



კოვიდით გარდაცვლილ 7 თვის ორსულს რამდენიმე დღის წინ ვირუსით მამა დაეღუპა

18 აგვ 202116:39
3 წუთის საკითხავი
 
კოვიდით გარდაცვლილ 7 თვის ორსულს რამდენიმე დღის წინ ვირუსით მამა დაეღუპა
ბათუმელები

კორონავირუსით გარდაცვლილ 7 თვის ორსულს, თეონა აბაშიძეს რამდენიმე დღის წინ ვირუსით მამა დაეღუპა. ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.

მათი ცნობით, მამა-შვილი ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში ცხოვრობდა.

ორსული ქალი გუშინ, 17 აგვისტოს გარდაიცვალა. ბოკერიას სახელობის კლინიკაში, სადაც მას მკურნალობდნენ, ამბობენ, რომ მდგომარეობა 13 აგვისტოდან დამძიმდა. 

"სამწუხაროდ, ქალბატონო არ იყო აცრილი და ამან თავისი საქმე გააკეთა, ცუდი როლი ითამაშა. თავდაპირველად, შემოსვლისას, შეფასდა როგორც სტაბილური მიმდინარეობა, მაგრამ დელტა შტამი აგრესიულობით გამოირჩევა ფეხმძიმეებში.

რაღაც დროის განმავლობაში შეინიშნა, რომ მას გაუჭირდა სუნთქვა და გახდა ჟანგბადდამოკიდებული. 12 აგვისტოს რეალურად დაგვიდგა საჭიროება, რომ გოგონას დავხმარებოდით ხელოვნური ვენტილატორით. რამდენიმე დღე მოხდა დასტაბილურება, მაგრამ სამწუხაროდ, 13 აგვისტოს გადავიდა რეანიმაციაში და ვერანაირად ვერ მოხერხდა მისი სტაბილურობის გამყარება", - თქვა კლინიკურმა დირექტორმა ალექსი ვაჩაძემ.

რაც შეეხება მამას, როგორც ბათუმელები წერს, ის კვირას დაკრძალეს.

24 საათში ქვეყანაში ვირუსს 49 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 6 532 ადამიანია გარდაცვლილი.


close დახურვა