აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო.
ინფორმაცია ფორმულას აშშ-ის ბიუროს კონგრესმენ ჯო უილსონის ოფისში დაუდასტურეს.
ცნობილია, რომ მოცემული აქტი კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ 41-6-ის წინააღმდეგ მიიღო, რაც, შესაბამისად, უახლოეს დღეებში გზას უხსნის პალატის მიერ სრულ კენჭისყრას.
MEGOBARI Act აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.
კანონპროექტის წარმდგენმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ MEGOBARI ACT ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად არის შექმნილი და მისი მიზანია უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულება ქვეყნის მოქალაქეების წინაშე.