logo
ENG



კონგრესმენი პრაიდზე: სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც საქართველოში თანასწორობისთვის იბრძვის

01 ივლ 202101:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/01/wad5nan0z3hx2ws.jpg

ამერიკელი კონგრესმენი ილჰან ომარი თბილისი პრაიდს სოლიდარობას უცხადებს.

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც საქართველოში თანასწორობისთვის იბრძვის"-წერს კონგრესმენი twitter-ზე.

1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.

30 ივნისს საელჩოებმა თბილისი პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მთავრობას მოუწოდეს, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად.

 


close დახურვა