ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ერთ-ერთი ინფიცირებული მათ კლინიკაშია მოთავსებული და ის აზერბაიჯანიდან შემოვიდა. გარდა ამისა, ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კვლავ გრძელდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება.
"დღევანდელი მონაცემებითაც ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რონ ამდენი ხანია უკვე გვიგრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება. დაგვემატა კვლავ ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა, იყო 924 და ახლა არის 926. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა და ახლა 791-ია. კოვიდ ცენტრებში 120 პაციენტი მკურნალობს ახლა. ორივე ახალი შემთხვევა არის შემოტანილი. ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან. ერთ-ერთი არის აზერბაიჯანიდან შემოსული", - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 926-მდე გაიზარდა.