ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, კორონავირუსი დღეს კიდევ 30 პირს დაუდასტურდა და ჯამში შემთხვევათა რაოდენობა 336-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 462. კორონავირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.