„ისთერნ პრომოუშენი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც 25-28 მარტს თბილისში გასამართი ჯაზ-ფესტივალი გადაიდო.
განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება ფესტივალზე მონაწილე ვარსკვლავებთან შეთანხმებით მოხდა.
„11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად შეაფასა და კიდევ ერთხელ გასცა რეკომენდაციების პაკეტი ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული პაკეტი მოიცავს როგორც ჰიგიენური ნომრების დაცვის, ასევე ხალხმრავალ ადგილებზე მოხვედრისგან თავის არიდების რეკომენდაციებსაც.
მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შპს ისთერნ პრომოუშენსმა, ფესტივალში მონაწილე ვარლკვლავებთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, 25-28 მარტს დაგეგმილი თბილისის რიგით 23-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის გადადების თაობაზე. შესაბამისი მოლაპარაკებები შემსრულებლებთან უკვე მიმდინარეობს და ახალ თარიღებზე ინფორმაციას ახლო მომავალში მოგაწვდით.
ბუნებრივია, ფესტივალზე დასასწრები გაყიდული ბილეთები ძალაში რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
საქართველოში ოფიციალურად კოროანვირუსით 25 ადამიანია დაინფიცირებული.