საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 147-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 193 ადამიანი, 15 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 823 კვლევა, აქედან 3 613 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4 210 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1,88%-ია, ბოლო 14 დღის - 1,54%, ბოლო 7 დღის - 1,67%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 64 შემთხვევა;
- აჭარა - 4;
- იმერეთი - 27;
- ქვემო ქართლი - 4;
- შიდა ქართლი - 7;
- გურია - 10;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9;
- კახეთი - 18;
- მცხეთა-მთიანეთი - 4;
- სამცხე-ჯავახეთი - 0
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2 495 აქტიური შემთხვევაა. 1 421 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 697, აჭარაში - 163, იმერეთში - 275. მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში - 110, აჭარაში - 26, იმერეთში - 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 3, იმერეთში - 12. 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 90 - თბილისში, 24 - აჭარაში, 4 - იმერეთში. 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 257 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 19. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 535 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 245 პირი, აჭარაში - 505, იმერეთში - 738.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 272 998-ს შეადგენს. აქედან 266 886 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 591 გარდაიცვალა.