საქართველოში კორონავირუსის 1547 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1131 ადამიანი, 18 კი გარდაიცვალა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6,06%, ბოლო 14 დღის - 5,66%, ბოლო 7 დღის - 6,76%.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25541 ტესტი. აქედან 14212 ანტიგენის სწრაფი ტესტით, 11329 კი PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი - 907
- აჭარა - 141
- იმერეთი - 115
- ქვემო ქართლი - 77
- შიდა ქართლი - 43
- გურია - 33
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 117
- კახეთი - 52
- მცხეთა-მთიანეთი - 46
- სამცხე-ჯავახეთი - 13
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3