logo
ENG



კორონავირუსის 1 354 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

25 მაი 202110:39
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 1 354 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 354-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 821 ადამიანი, 15 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 456 კვლევა, აქედან 21 054 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 9 404 PCR-ით.

25 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 117 354 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,45%-ია, ბოლო 14 დღის - 3,86%, ბოლო 7 დღის - 4,05%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 669 შემთხვევა;
  • აჭარა - 114;
  • იმერეთი - 184;
  • ქვემო ქართლი - 78;
  • შიდა ქართლი - 43;
  • გურია - 15;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 129;
  • კახეთი - 56;
  • მცხეთა-მთიანეთი - 50;
  • სამცხე-ჯავახეთი - 11;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 13 858 აქტიური შემთხვევაა. 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 199, აჭარაში - 454, იმერეთში - 538. მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 416, აჭარაში - 105, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 227 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 14, იმერეთში - 16. 673 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 354 - თბილისში, 281- აჭარაში. 9 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 33. თვითიზოლაციაში იმყოფება 25 360 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 998 პირი, აჭარაში - 1 916, იმერეთში - 1 707.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 339 315 -ს შეადგენს. აქედან 320 777 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 654 გარდაიცვალა.


close დახურვა