საქართველოში კორონავირუსის 2784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გარდაიცვალა 53 ადამიანი.
ბოლო 24 საათში 51 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,45%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 236 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 429, ქვემო ქართლი - 137, შიდა ქართლი - 205, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 174, კახეთი - 143, მცხეთა-მთიანეთი - 88, სამცხე-ჯავახეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 39 285 საიდანაც: 1 106 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 699 - თბილისში, 263 - აჭარაში.