logo
ENG



კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 26 700 ტესტი

12 მარ 202110:54
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 343 პაციენტი. ვირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 12 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკანასკნელ 24 საათში ჩატარდა 26 700 ტესტი. მათ შორის 17 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 393  PCR ტესტით. ვირუსის დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1.24%-ია.  

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.


close დახურვა