logo
ENG



კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა

06 აგვ 202110:28
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში 41 907 ტესტი ჩატარდა.

ბოლო 24 საათში 19 067 აცრა გაკეთდა, ორჯერადად აცრილია 182 915 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.05% ხოლო 7 დღის - 8.98%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 780 ახალი თბილისში დადასტურდა 1 640 შემთხვევა, რაც შეეხება რეგიონებს:

  • აჭარა - 628,
  • იმერეთი - 395,
  • ქვემო ქართლი - 170, 
  • შიდა ქართლი - 172,
  • გურია - 70, 
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199,
  • კახეთი - 299, 
  • მცხეთა-მთიანეთი -102,
  • სამცხე-ჯავახეთი - 84,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

close დახურვა