საქართველოში დღეს, 9 დეკემბერს კორონავირუსით ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 637, აჭარაში - 489, ხოლო იმერეთში - 823.
ახალი შემთხვევბის განაწილება რეგიონების მიხედვით:
ქვემო ქართლი - 372, შიდა ქართლი - 381, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 377, კახეთი - 328, მცხეთა-მთიანეთი - 143, სამცხე-ჯავახეთი - 73, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
27 456 აქტიური შემთხვევიდან დღეის მდგომარეობით 6 900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან, მძიმე პაციენტია 1 147 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 537, აჭარაში - 159, იმერეთში - 247. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პაციენტი.
სულ ქვეყანაშ გამოვლენილია ინფიცირების 174 383 შემთხვევა, მათგან 145 287 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 614 კი გარდაიცვალა.