საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 513-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 96 ადამიანი, 12 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 127 კვლევა, აქედან 14 103 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 8 024 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,32%-ია, ბოლო 14 დღის - 1,5%, ბოლო 7 დღის - 1,83%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 264 შემთხვევა;
- აჭარა - 30;
- იმერეთი - 88;
- ქვემო ქართლი - 15;
- შიდა ქართლი - 44;
- გურია - 15;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26;
- კახეთი - 16;
- მცხეთა-მთიანეთი - 7;
- სამცხე-ჯავახეთი - 3;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 2 900 აქტიური შემთხვევაა. 1 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 663, აჭარაში - 145, იმერეთში - 257. მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში - 111, აჭარაში - 23, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში - 44, აჭარაში- 3, იმერეთში - 9. 111 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 92 - თბილისში, 12 - აჭარაში. 1 447 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 17. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 262 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 384 პირი, აჭარაში - 470, იმერეთში - 679.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 273650-ს შეადგენს. აქედან 267111 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3613 გარდაიცვალა.