logo
ENG



კორონავირუსი თბილისში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანის დეიდასაც დაუდასტურდა

07 აპრ 202017:35
3 წუთის საკითხავი
 

 

კორონავირუსით ინფიცირებული სტიქაროსანი და მისი ოჯახის წევრები, დედა ბაბუა და დეიდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ. 81 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოჯახის დანარჩენი წევრები კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან. როგორც ცნობილია სტიქაროსანი თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიაში მსახურობდა.

როგორც ტაძრის მოძღვარი მამა სერაფინე აცხადებს, დაინფიცირებული სტიქაროსანის 81 წლის ბაბუა, ორი კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა ფილტვების ანთება, ოჯახს გამოძახებული ჰყავდა სასწრაფო დახმარება, თუმცა მათ მამაკაცი კლინიკაში არ გადაიყვანეს. 81 წლის მამაკაცს კორონავირუსი კვირას დაუდასტურდა, ხოლო ოჯახის სხვა წევრებს ორშაბათს. როგორც ტაძრის მამაო აცხადებს, სტიქაროსანი კვირას ეკლესიაში იმყოფებოდა, ასევე თემქაზე მდებარე ერთ-ერთი ტაძრის მოძღვარის თქმით, დაინფიცირების  წყარო არ არის ეკლესია.

„ორი კვირის ამბავია თითქმის. ფილტვების ანთება ჰქონდა ბაბუას. წყაროსთან დაკავშირებით, ერთი ვარიანტი ის არის რომ, მე ვფიქრობ რო თავიდანვე ინფორმაცია იყო დამალული“,-განაცხადა მამა სერაფინემ.

როგორც დაინფიცირებული სტიქაროსანის მეზობლები აცხადებენ საავადმყოფოში პირველად ჯერ ბაბუა გადაიყვანეს, მათი ინფორმაციით კორონავირუსი დაუდასტურდა ოჯახის 4 წევრს.

 „წაიყვანეს ასაკოვანი მამაკაცი მეორე დღეს აღმოაჩნდათ მისი ოჯახის წევრებსაც და ისინიც წაიყვანეს. ოჯახიდან პირველ შემთხვევაში სამი დაავადდა ბებია, ბაბუა და შვილიშვილი  და მეორე შემთხვევაში 4 ასაკოვანი მამაკაცი, ორი შვილი და შვილიშვილი. ახლაც ვრეკავთ სად არ გადავრეკეთ არ მოვიდნენ, გუშინ მეზობელმა მოიყვანა 100 ლარი გადაიხადა საიდან მიყვანა არ ვიცი“,-განაცხადა მეზობელმა.

შეგახსენებთ, თემქაზე ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 


close დახურვა