logo
ENG



კულება: უკრაინა ჩინეთს სთავაზობს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს

01 მაი 202203:51
3 წუთის საკითხავი
 
კულება: უკრაინა ჩინეთს სთავაზობს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ოფიციალური კიევი ჩინეთს სთავაზობს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს. უკრაინსკაია პრავდას ცნობით, ეს განცხადება კულებამ ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო სინჰუანთან ინტერვიუში გააკეთა.

როგორც კულებამ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ჩინეთი მოუწოდებს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ.

"ადრე მიგვაჩნდა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი იყო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტია, თუმცა სამწუხაროდ, მან უკრაინისთვის რეალური უსაფრთხოება არ მოიტანა. ახლა უკრაინა განიხილავს შესაძლებლობას მიიღოს გარანტიები გაეროს უსაფრთხოების საბჭოსგან და სხვა მსხვილი ქვეყნებისგან, მათ შორის ჩინეთისგან. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ჩინეთი იყოს ერთ-ერთი გარანტორი და ეს არის იმის მანიშნებელი, რომ უკრაინა პატივს სცემს და ენდობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას", - განაცხადა კულებამ.


close დახურვა