logo
ENG



კუნძულ ზმეინისთან რუსული სამხედრო გემი იწვის - მედია

06 მაი 202216:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/09xcx3eob1pm95y.jpg

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ ზმეინისთან რუსული სამხედრო გემი იწვის.

გამოცემა დუმსკაიას იტყობინება, რომ გემზე გუშინ ღამით აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხომალდზე ხანძარი გაჩნდა. მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, გემს უკრაინული რაკეტა ნეპტუნი ესროლეს, რომელიც მანამდე ცნობილი რუსული გემის, მოსკვას ჩაძირვის მიზეზი გახდა.

დემსკაია ასევე სატელიტის მიერ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომლითაც გემზე გაჩენილ ხანძარს ადასტურებს.

გემზე ხანძრის გაჩენას უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკოც ადასტურებს.

"იცით, არსებობს ასეთი ადმირალ მაკაროვი. ჰოდა, ისიც ძალიან ცუდად არის - ისევ ზღვის ღმერთმა. კიდევ ერთი რუსული სამხედრო გემი არ წავიდა იქ, სადაც უნდა წასულიყო, თუმცა საკმარისი მიიღო. იმედი მაქვს, ეს გემიც წავა იქ, სადაც უნდა წავიდეს", - წერს დეპუტატი ტელეგრამში.

ადმირალ მაკაროვი - არის რუსული უახლესი ფრეგატი, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. ის 2000-იანი წლების მიწურულს პროექტ 11356Р ფარგლებში დამზადდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სულ დამზადდა სამი ფრეგატი, რომელიც შავ ზღვაშია კონცენტრირებული. ის კრეისერ მოსკვას შემდეგ რუსეთის აკვატორიაში ყველაზე მძლავრი სამხედრო გემია. სამივე ფრეგატი შავ ზღვაში რუსეთის მთავარი გემებია, რომლებიც უზრუნველყოფენ უზრუნველყოფს მთელი ფლოტის საბრძოლო შესაძლებლობას. ფრეგატი 125-მეტრიანია და აღჭურვილია მძლავრი შეიარაღება. კერძოდ - უნივერსალური, საზენიტო რაკეტებით, რომლებსაც 50 კილომეტრის მანძილზე ისვრის. ფრეგატის პერსონალი 180 ადამიანისგან შედგება.


close დახურვა