ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის სერჰეი ბრატჩუკის ინფორმაციით, კუნძულ ზმეინისთან რუსულ სამხედრო გემზე ხანძარი გაჩნდა.
მისი თქმით, ხანძარი გემ ვსევოლოდ ბობროვს გაუჩნდა, რომელიც რუსული ფლოტის ერთ-ერთი უახლესი გემია. ის ამბობს, რომ ხანძარი "უკრაინელი ჯარისკაცების დახმარებით" გაჩნდა.
"ზოგიერთი მონაცემით გემი ახლა სევასტოპოლში გადაჰყავთ", - ამბობს ბრატჩუკი.
ჟურნალისტის სერგეი ვისოცკის განცხადებით, გემს უკრაინული რაკეტა ნეფტუნი მოხვდა. გემს კუნძულზე საზენიტო რაკეტები გადაჰქონდა.