logo
ENG



კუჭავა სააკაშვილზე: დღეში 10-15 ადამიანის შესვლა შეუძლებელია, საუბარია ციხეზე და არა სასტუმროზე

06 ოქტ 202120:26
3 წუთის საკითხავი
 
კუჭავა სააკაშვილზე: დღეში 10-15 ადამიანის შესვლა შეუძლებელია, საუბარია ციხეზე და არა სასტუმროზე

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ერთ მათ მოთხოვნაზე მე ადრე უარი არ მითქვამს. შეიძლება, ეს გადამოწმდეს კიდეც. მაისიდან მოყოლებული, ეს მოთხოვნები უკვე ჩემი უფლებამოსილებაა, ყოველთვის ვაძლევ ამის უფლებას. მაშინაც იცოდნენ, რომ არის გარკვეული რეჟიმი. საუბარია პენიტენციურ სისტემაზე. იმ რაოდენობის, რამდენიც მათ უნდათ, დღეში 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია, სადაც უკვე მე ვწყვეტ, რა რაოდენობით შევლენ, უსაფრთხოების ზომებიდან და პენიტენციური სისტემის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ არც ხვალ ვაპირებ, ვინმეს უარი ვუთხრა, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება დღეში მომნახველების ზომიერება.

ფაქტი ერთია, რომ არ არის არანაირი შეზღუდვა, შესაბამისი წესებით ხდება, ნებისმიერ დროს შედის ადვოკატი, თუ არ ვცდები, ოჯახის წევრიც. ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს რამე ეზღუდება. ნურავის აქვს მოლოდინი, რომ ერთ დღეში შეძლებს შესვლას ყველა, ვისაც შესვლა უნდა, ეს გამორიცხულია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი არის პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა რაღაც სასტუმროზე, სადაც ლობში შეუძლიათ, ისაუბრონ. ყველა შევა, მოთხოვნები გადანაწილდება და მათ შეეძლებათ, თავიანთი გუნდის წევრი მოინახულონ


close დახურვა