logo
ENG



ლავროვი მარიუპოლის სამშობიაროზე: ეს იყო რადიკალური ბატალიონის ბაზა

10 მარ 202214:20
3 წუთის საკითხავი
 
ლავროვი მარიუპოლის სამშობიაროზე: ეს იყო რადიკალური ბატალიონის ბაზა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბა განპირობებული იყო იმით, რომ საავადმყოფო რადიკალური ბატალიონის მიერ იყო დაკავებული. ამის შესახებ ლავროვმა ანტალიაში განაცხადა, სადაც სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

"პირველად არ გვესმის პათეტიკური შეყვირებები ე.წ. სიმხეცეების შესახებ. გაეროს უშიშროების საბჭოზე იყო წარმოდგენილი ჩვენი დელეგაციის მიერ, რომ ეს სამშობიარო სახლი დიდი ხანია დაკავებულია ბატალიონი "ოზოფისა" და სხვა რადიკალების მიერ, საიდანაც გამოაგდეს ყველა ორსული, ექთნები, პერსონალი. ეს ულტრა-რადიკალური ბატალიონის "ოზოფის" ბაზა იყო. ეს მონაცემები წარდგენილი იყო სამი დღის წინ. ამიტომაც დასკვნები გააკეთეთ თვითონ", - განაცხადა ლავორვმა.

მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 1 ბავშვია, 17 ადამიანი კი დაიჭრა.

რუსეთმა ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ომის დაწყების დღიდან ალყაშია მოქცეული, სამშობიარო სახლი და საავადმყოფო გუშინ დაბომბა.

სამშობიაროზე თავდასხმას "სიმხეცე" უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა NATO-ს, რომ ცა დაკეტოს. 

დაბომბვას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და განაცხადა, რომ დანაშაულის გამო ვლადიმირ პუტინს პასუხს აგებინებენ. 


close დახურვა