logo
ENG



ლატვია 2023 წლიდან რუსული გაზის იმპორტს აკრძალავს

15 ივლ 202213:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/15/suu5p3ab43dy7ru.jpg

ლატვიის სეიმმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 2023 წლიდან რუსეთის გაზის იმპორტს აკრძალავს

"ენერგეტიკის კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და ბუნებრივი აირის სტრატეგიული რეზერვების უზრუნველყოფას. კანონი ასევე ითვალისწინებს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების აკრძალვას."- წერია სეიმის განცხადებაში. 

ეს კანონპროექტი, მინისტრთა კაბინეტს ავალდებულებს 2023 წლის 31 დეკემბრამდე სეიმს წარუდგინოს ანგარიში ეროვნული ბირთვული ენერგიის პროგრამის შესახებ.

ასევე, ლატვიის მინისტრთა კაბინეტმა 69 საბჭოური მემორიალის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია მემორიალებსა და ძეგლებზე, რომლებიც საბჭოურ და ნაცისტურ რეჟიმებს ადიდებს. 


close დახურვა