logo
ENG



ლევან გოფოძე: მეოთხე პაციენტს გუშინ დაუდასტურდა COVID 19, მას დედისგან გადაედო ვირუსი

11 აპრ 202013:58
3 წუთის საკითხავი
 
6si76h2wsxpunwg.png

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ კლინიკაში ამჟამად 47 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას, რომელთაგან 4-ს კოვიდინფექცია უდასტურდება.

მისი განცხადებით, მეოთხე ახალი ემთხვევა შიდა გადაცემას უკავშირდება, რადგან შვილს დედისგან გადაედო კორონავირუსი, თუმცა მათ შემთხვევაში პირველწყარო გამოვლენილია.

გოფოძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტიდან არცერთის მდგომარეობა მძიმე არ არის.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 47 პაციენტია მოთავსებული. აქედან 4 პაციენტს კოვიდინფექცია აქვს დადასტურებული. მეოთხე პაციენტს გუშინ დაუდასტურდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რენტგენოლოგიურად პნევმონია არ ვლინდება, თუმცა ინფექცია არის და მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის პალატაში, დანარჩენ პაციენტებთან ერთად მისი მკურნალობაც მიმდინარეობს. მეოთხე დადასტურებული შემთხვევა ერთ-ერთი ჩვენი პაციენტის შვილია. სრულწლოვანია და ერთ-ერთი ცნობილი კლასტერიდანაა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ ჩატარდა 21 პაციენტის ტესტირება და აქედან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა პოზიტიური, რაც შეეხება დღეს გაკეთებულ ტესტებს მათი რაოდენობა 20-ს შეადგენს და მათ შედეგებს საღამოს გადმოგვიგზავნიან. ჩვენს კლინიკაში მყოფი პაციენტების ეპიდემიოლოგიური ანალიზები ცნობილია. შიდა გავრცელება სწორედ ამ დედა-შვილის შემთხვევაშია, თუმცა მათი პირველწყარო დადგენილია. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 2 პაციენტი, რომლებიც იმყოფებოდნენ მართვით სუნთქვაზე, აქედან ერთის მდგომარეობს გაუმჯობესდა და შესაძლებელი გახდა მართვითი სუნთქვიდან მისი მოხსნა.  ვერ ვიტყვით, რომ კრიტიკული მდგომარეობა გავიარეთ მაგრამ გაუმჯობესება გვაქვს. ​კოვიდ ინფიცირებული 4 პაციენტიდან არცერთის მდგომარეობა მძიმე არ არის, სამს დადასტურებული აქვს პნევმონია. მიმდინარეობს მკურნალობა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

საქართველოში კორონავირუსის 236 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 56 პაციენტი, გარდაცვლილია - 3.

კარანტინის რეჟიმში 4672 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 373.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა